ვალუტა
USD
USD
1
2.6629
EUR
EUR
1
3.0368
RUB
RUB
100
4.0103
GBP
GBP
1
3.4463
TRY
TRY
1
0.4974
დოკუმენტური ფილმები
ბორჯომი -8 - 5 °C
img
ახალციხე -8 - 4 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
ასპინძა -11 - 3 °C
img
ახალქალაქი -14 - -1 °C
img
ახალი ამბები
მოსამართლეების სადავო სია და პრეზიდენტის შეფასება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარია, რომ სასამართლოს მიმართ არსებობდეს ნდობა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან.

"დავიწყებ იმით, რომ სასამართლოს რეფორმა და ნდობა მის მიმართ არის ქვაკუთხედი ჩვენი დემოკრატიის და სხვა ყველაფრის. ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლო. ნდობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი საზოგადოების და შემდეგი თაობების მომავალს. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება როგორც მთელი საზოგადოება, ისე პრეზიდენტი არ იყოს ყურადღებით მთელი ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ ეკიდება ამას საზოგადოება. მე არ ვარ არც ინდიფერენტული, არც ნეიტრალური, ვარ ძალიან დიდი მომხრე ამ რეფორმის და ასე იქნება ბოლომდე“ - განაცხადა პრეზიდენტმა

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს.

„რაც შეეხება იმას, თუ რა არის რომელიმე მოსამართლის მიმართ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ის ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ რისკს. ამდენად, ეს ყველაფერი მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მივესალმები იმას, რომ ის, რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურად, დღეს არის გადატანილი სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს მისცემს ყველას დროს, იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია იყოს მხოლოდ საზოგადოების მხარეს და საზოგადოების მოლოდინი გაახმოვანოს.

„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ. მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში






2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად
საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

19:27 / 19.01.2019






2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად
საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

19:27 / 19.01.2019






შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები
წითელას უფასო ვაქცინაციასთან
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან
19:15 / 19.01.2019
"დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა"
19:04 / 19.01.2019
"დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა"
19:04 / 19.01.2019
დღის სიახლეები
2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
19:27 / 19-01-2019
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან
19:15 / 19-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე
09:14 / 17-01-2019
კვირის ქრონიკა
დღის პოპულარული სიახლე
"ბავშვების თეატრი"
უკვე 31 წელია, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა სპექტაკლის პრემიერას მართავს და ბავშვების განწყობაზე ზრუნავს.
19:05 / 19.01.2019
კვირის პოპულარული სიახლე
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123