ახალი ამბები
" ციხის სასჯელი არ არის პასუხი ნარკომანიის სენზე" - სალომე ზურაბიშვილი
„ ეს არის სენი ჩემი გაგებით, საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და პიროვნულად იმ ადამიანებისთვის ასევე ძალიან მძიმე. იმის თქმა, რომ ციხის სასჯელი არ არის პასუხი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტული და პოლიტიკა არ გვქონდეს ამის მიმართ. მგონი, სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური, პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს- რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთხილება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ. რაც შეეხება შეწყალებას, ვიტყოდი, რომ ძალიან ადრეა. ჯერ არსებული კომისია არის დღეს გაუქმებული, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოვიდა. მინდა ახლებური ხედვა იყოს. რაც დავინტერესდი, ვატყობ, რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაადრევად ვერ გიპასუხებთ და არ მინდა გიპასუხოთ ამ საკითხზე, მინდა ბოლომდე გავერკვიო. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა, რაც ძველი ადმინისტრაციიდან დარჩა და ასევე, ჩემი არჩევის შემდეგ რაც შემოვიდა. უნდა განვიხილოთ ეს, უნდა ვნახოთ, როგორ დავაკომპლექტოთ შეწყალების კომისია, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. მე გთხოვთ ცოტა დროს, რომ ჩამოვყალიბდე ამ საკითხზე. პოზიცია, რაც ჩემი წინამორბენდის იყო ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი. მე არ მგონია, რომ ეს მარტივი პასუხები იყოს, რასაც საზოგადოება ჩვენგან, ჩემგან პირადად ელოდება. მინდა უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს და გთხოვთ ამისთვის ცოტა დროს“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print