ახალი ამბები
"ბორჯომში გზები თოვლისგან გაწმენდილია"- ბუბა ბერიძე
თოვლს, ბორჯომში გზებზე მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია,ამის შესახებ ბორჯომის მერის მოადგილემ განაცხადა. ბუბა ბერიძე ირწმუნება,რომ შიდა გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა და გზები არამხოლოდ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არამედ სოფლებშიც გაიწმინდა.
გზების გაწმენდით სამუშაოებს ბორჯომში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი-2012“ ახორციელებს,როგორ მერის მოადგილე ამბობს გზების გაწმენდა ოპერატიულად ხდება, მოქალაქეებს ცალკეულ უბნებში გზის გაწმენდასთან დაკავშირებით შეუძლიათ ბორჯომის მერიას მიმართონ ,ბუბა ბერიძე ამბობს,რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა მიმართვაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.


Print