"მოთხილამურე" პატრული მთის კურორტებზე - რეფორმის მეორე წელი
11:34 / 10.01.2019
სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და
დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად,მეორე
წელია „მოთხილამურე პატრული“ იცავს.
გასულ წელს მოთხილამურე სამართალდამცველებმა დახმარება 143 ადამიანს
აღმოუჩინეს.2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, მათ იპოვეს და პატრონებს
დაუბრუნეს 49 ნივთი,ასევე იპოვეს 11 დაკარგული პირი.
სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით
აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების
პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და
უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი.
პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ
განმასხვავებელი წარწერა - „SKI PATROL" და „POLICE".
„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის
იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით
დაიწყო.სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში
ამოქმედდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო
მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების
თანახმად, აკრძალულია:
სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით
გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა
სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან
თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში
დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა
დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა
მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება
დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი
ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.