ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის გუნერნატორი ბაკურიანში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო
ბაკურიანში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. დაბაში, სეზონის მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე პირადად გაეცნო ,მან სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ბაკურიანში არსებული გამოწვევები და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილეს.ბაკურიანში გამართულ შეხვედრას მთის კურორტების განვითარების კომპანიის ბაკურიანის დეპარტამენტის უფროსი ლევან გეგეშიძე ესწრებოდა.

დამსვენებლების განცხადებით,გასულ წლებთან შედარებით ბაკურიანი ვიზიტორებს წელს მოწესრიგებული ინფრანსტრუქტურით დახვდა.


Print