Error
ახალი ამბები
ბორჯომში ნაძვის ხეს 24 დეკემბერს გაანათებენ
საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში, ხვალ 24 დეკემბერს საზეიმოდ განათდება. ქალაქის ცენტრში, რუსთაველის მოედანზე მოსახლეობის განწყობაზე თოვლის ბაბუა და მომღერლები იზრუნებენ.

ნაძვის ხის ანთების ცერემონია 18:30 საათზე დაიწყება და ფეიერვერკით დასრულდება.

შეგახსენებთ, ბოლო ათეული წლის განმავლობაში , ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ცენტრში ხელოვნური ნაძვი დაიდგა. წლების განმავლობაში ქალაქში, საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეს რთავდნენ.
Print