ახალი ამბები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია დასრულდა
25 ნოემბერს დაწყებული „ნარინჯისფერი“ კამპანია, გენდერული ნიშნით  ძალადობის წინააღმდეგ, ბორჯომში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში,დასკვნითი შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო,შეხვედრას მოწვეული სტუმრები და მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებიდან პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.კვირეული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.
Print