ახალი ამბები
„ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს"- ახალი პროექტი წაღვერის სკოლაში
დაბა წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „პირამიდამ“ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს„

პროექტის მიზანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩატარება, რომელმაც სტარტი 3 დეკემბრიდან აიღო და 10 დეკემბრს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრისა“ და „ნაკრესის“ წარმომადგენლებმა ლევან თაბუნიძემ და ნინი ჯიქურაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

ხვალ სამოქალაქო კლუბი "პირამიდა" პრეზიდენტს აირჩევს,რომელიც კლუბის საქმიანობას წარმართავს და აქტივობების დაგეგმვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.იმიტირებულ არჩევნებში 4 მოსწავლე მონაწილეობს.


Print