ახალი ამბები
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მათ აივ ინფექციის შესახებ,საინფორმაციო ბუკლეტები საკუთარი ხელით დაამზადეს და მოსახლეობას დაურიგეს.

შეგახსენებთ,რომ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება,მისი მიზანი შიდსთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.


Print