ახალი ამბები
ტყის ხანძრების რისკის პრევენციაზე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ტყის ხანძრების რისკის პრევენციის შესახებ ტრენინგების კურსი ბორჯომში დასრულდა. მოხალისეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს როგორც ქართველმა პროფესიონალმა მეტყევეებმა და მეხანძრეებმა, ასევე პოლონეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა. პროექტის ფარგლებში, ბორჯომში უკვე ჩამოყალიბდა მოხალისე მეხანძრეთა 20 წევრიანი ჯგუფი, რომელიც პირველი პრეცენდენტია საქართველოში. სამომავლოდ იგეგმება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიების განხორციელება.
Print