ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ - 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება.

6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. ეს უკანასკნელი მხოლოდ საქართველოში აღინიშნება..

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო. ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა.
Print