ახალი ამბები
პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან“ დაიწყო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა, პროექტის „ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან“ ფარგლებში, დღეს ბორჯომის, ქარელის, ხაშურისა და გორის დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა. აქტივობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ვორკშოფი გაიმართა,სადაც ბენეფიციარებმა სხვადასხვა ნაკეთობებისა და დეკორაციების დამზადება ისწავლეს.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომის" მიერ, Polish Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად ხორციელდება.

პროექტის დევიზია:  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
Print