ახალი ამბები
ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან იცლება
ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან იცლება. აქ მცხოვრები ადგილობრივების განცხადებით სოფლებს ყოველდღიურად მზარდი რაოდენობით ახალგაზრდები ტოვებენ ,რომლებიც საზღვარგარეთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან.სოფელში მხოლოდ პენსიორები დავრჩით, აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის ერთ-ერთი მკვიდრი. ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზად, იგი უმუშევრობას ასახელებს.ადგილობრივები ძირითადად პენსიებსა და სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული.

ლალი გაზდელიანი
- მთელი ჩემი ცხოვრება,დაწყებული ბავშვობიდან მიგრაციის პრობლემა მაწუხებდა ,სოფლები დაცლილია.ახალგაზრდები ძირითადად ევროპაში მიდიან.ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფომ ისეთი პროგრამები უნდა შეიმუშავოს,რომ მთა და მისი განვითარება პრიორიტეტი გახდეს,ამ დროისთვის გარკვეული შეღავათები არსებობს, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.ადგილობრივების უმრავლესობა ხანდაზმულია,მათი გარდაცვალების შემდეგ აქ ბევრი სახლი დაიკეტება.




მიგრაციის კომპლექსური პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში მცხოვრები ადგილობრივები მოუწყობელ საგზაო ინფრასტრუქტურასაც ასახელებენ და ხელისუფლებისგან სოფლის ამბებით მეტ დაინტერესებას ითხოვენ.

ჯეირან გვიჭიანი
- სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა,ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ,თუმცა ჩვენი ინფორმაციით ადგილობრივი ბიუჯეტი საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად.ლენტეხის მუნიციპალიტეტში გვპირდებიან,რომ გზას შემოდგომაზე გაგვიკეთებენ ,როცა შემოდგომა დგება გზის რეაბილიტაციის ბოლო თარიღად გაზაფხულს ასახელებენ, შესაბამისად დრო ფუჭ დაპირებებში გაჰყავთ, გზა კი კვლავ დაზიანებული რჩება.
ადგილობრივები ლენტეხი-ხელედის დამაკავშირებელი გზის შეკეთებას ითხოვენ,რაც რეალურად 6 კილომეტრის რეაბილიტაციას გულისხმობს.





სოფელ ხელედის კულტურულ-საგანმანათლებლო კერა სკოლაა,სადაც დაახლოებით 50 ბავშვამდე სწავლობს,სკოლაში ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად დაწყებით განათლებას მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც იღებენ.ხელედში ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ორი გასართობი ადგილია,სპორტული მოედანი,რომელიც სოფლის ცენტრშია განთავსებული და ე.წ საბილიარდო,რომელიც ხელედელი ახალგაზრდების თავშეყრის
საპატიო ადგილია. ის ფაქტი,რომ სოფელში ახალგაზრდებს გართობისა და განტვირთვის არჩევანი არ აქვთ,მიგრაციის ხელშემწყობი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.









სოფელში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემაც,ხელედის  ცენტრში ეს სტიქიური ნაგავსაყრელია განთავსებული.ადგილობრივების განცხადებით ნაგავსაყრელს საკუთარი რესურსით ვერ გაასუფთავებენ.ტერიტორია, რომ გაწმინდონ ნაგავს ვერსად წაიღებენ, რადგან სოფელში არც ნაგვის ურნები დგას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას სპეციალური ტექნიკა არ უზრუნველყოფს.




საინტერესოა რას აკეთებს საქართველოს მთავრობა,იმისათვის,რომ ქვემო სვანეთში მიგრაცია თავიდან იქნეს აცილებული და მოსახლეობას ყოფითი პრობლემები მოუგვარდეს. ჩვენ, 2013 წლის 19 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტს მივაკვლიეთ, სადაც გაწერილია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია,დოკუმენტში ვკითხულობთ,რომ რეგიონის ხედვა 2021 წლისთვის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემდეგნაირია :

  • მოქმედებს ფართო უფლებამოსილებებითა და სათანადო რესურსებით აღჭურვილი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ქმედითი ჩართულობით უზრუნველყოფენ რეგიონის მდგრად განვითარებას;
  • ჩამოყალიბებულია ეკონომიკური განვითარების სტიმულირების ქმედითი ინსტიტუციური და საფინანსო მექანიზმები, უზრუნველყოფილია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების მოზიდვა და მნიშვნელოვნად გაზრდილია რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულებისა და მოსახლეობის რეალური დასაქმების მაჩვენებლები;
  • უზრუნველყოფილია რეგიონის ტყის, წყლისა და წიაღისეული რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
  • მოდერნიზებულია სოფლის მეურნეობა, არსებითადაა გაზრდილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობა და განვითარებულია აგროწარმოება;
  • მაღალია რეგიონის საინოვაციო განვითარების დონე; – განვითარებულია რეგიონის ძირითადი ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურა და შექმნილია მიმზიდველი ტურისტული მარშრუტები;
  • განვითარებულია რეგიონის საბაზო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ყველა ძირითადი საზოგადოებრივი მომსახურებით;
  • მოქმედებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კვალიფიციური კადრებით აღჭურვილი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სისტემები;
  • გაფართოებულია რეგიონის კულტურული და სასპორტო ობიექტების ქსელი და გაუმჯობესებულია მათი ინფრასტრუქტურა;
  • აღინიშნება მოსახლეობის მატება და ასაკობრივი სტრუქტურის პოზიტიური ცვლილება;
  • მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი და უზრუნველყოფილია მოსახლეობის ქმედითი სოციალური დაცვა;
  • უკეთ არის დაცული გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;
  • შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოქმედებს გარემოს დაცვის ქმედითი სისტემა.
რეგიონის პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები კი ასეა ჩამოყალიბებული:
  • ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება;
  • რეგიონის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა–გამოყენება;
  • მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა;
  • საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • რეგიონის ბრენდის შექმნა; კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მოწესრიგება;
  • ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება; განათლების, კულტურის და სპორტის განვითარება;
  • გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება;
  • მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გენდერული; უთანასწორობის შემცირება.


საინტერესოა, რას ფიქრობს თავად ადგილობრივი ხელისუფლება და მათი განცხადებით სტრატეგიის რომელი მიმართულება შესრულდა,ყურადსაღებია მიღებული შედეგებიც.ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს ბადრი ლიპარტელიანს მივმართეთ.

„რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში ბევრი თემა შედის,ერთ-ერთი პირველი და მთავარი ტურიზმის თემაა. ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტი არის ტურიზმის განვითარება.შემდეგ არის სოფლის მეურნეობის განვითარება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა, გენდერული თანასწორობა.ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ძირითადად დასაქმებული არ არის,არ არის საწარმოები არ არის სამუშაო ადგილები და ამიტომ მეტნაკლებად,მოსახლეობა ძირითადად უნდა დაინტერესდეს ამ თემებით,განსაკუთრებით ტურიზმით,რადგან ტურიზმს შეუძლია გარკვეული თანხა შემოიტანოს მოსახლეობაში,რითიც მოსახლეობას მეტნაკლებად საშველი გაუჩნდება და ყოველდღიურად არ იქნება მოთხოვნა სამსახურის ძიებასთან დაკავშირებით.
ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა განსაკუთრებით 2014 წლიდან დაიწყო ,თუმცა განვითარება ნელი ტემპებით ხდება ლენტეხის რაიონში ვინაიდან არ არის შესაბამისი პირობები და არც იმ რაოდენობის ტურისტია შემოსული,რომ ეს დარგი გაძლიერდეს .2017 წელს შედარებით უფრო მეტი ტურისტი შემოვიდა,მოსახლეობაში მეტი ფული დაილექა და მოსახლეობა მიხვდა რომ ეს რაღაცის მომტანია,ხელისშემწყობია და ამიტომ იქმნება საოჯახო სასტუმროები.ტურისტებს, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ტრანსპორტით ემსახურება,გადაჰყავთ ლენტეხიდან მესტიაში,რაჭაში და ა.შ. ჩვენი მიზანია შევქმნათ ტურისტული ლოკაციები მთელ ტერიტორიაზე,რადგან როდესაც ჩამოვა ტურისტი მან იცოდეს სად არის მისთვის საინტერესო ლოკაცია აქ საუბარია ღირსშესანიშნავ ადგილებზე,ამისთვის უნდა გაკეთდეს რუკა რაც უკვე დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მზად გვექნება.ტურიზმის კუთხით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“ აქტიურად მუშაობს,აქვთ შექმნილი შიდა მონაცემთა ბაზა და ტურისტს კონსულტაციას უწევენ,თუ რომელ ლოკაციაზე რა ღირსშესანიშნაობებია.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას,მაღალმთიანი რაიონია საძოვრები შორს არის თუმცა მოსახლეობისთვის მესაქონლეობა მაინც პრიორიტეტულია.ის ფაქტი,რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნატურალური პროდუქტი,იწვევს ტურისტების დაინტერესებასაც ,ამას სამმაგად მეტი ეფექტი აქვს.სოფლის მეურნეობაზე მუნიციპალიტეტი ზრუნავს და გვინდა განვავითაროთ ბიზნესი.უნდა გაკეთდეს ფერმები,კარგი იქნება თუ რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხნები აშენდება.
კიდევ ერთი საკითხია სპორტი,ჯანდაცვა და კულტურაა.სპორტის მხრივ ლენტეხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.ბევრი ჩემპიონი გვყავს საქართველოს,ევროპის და ახალგაზრდობა ამით დაინტერესებულია.რაიონში გახსნილი გვაქვს კრივის სექცია,ასევე ფუნქციონირებს ვოკალური და ქორეოგრაფიული სექციები,შექმნილია 4 ვოკალური ანსამბლი,რომლებიც სვანურ სიმღერებს უწევს პოპულარიზაციას.ამას ჩვენ ვაფინანსებთ,ხელფასს ვაძლევთ 100-200 ლარის ფარგლებში ,რომ უფრო მეტად განვითარდნენ.
რაც შეეხება ჯანდაცვას 2014 წლიდან დღემდე სიამაყით შემიძლია ვთქვა,რომ დღევანდელი მონაცემებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში გახსნილია ახალი კლინიკა სადაც მუშაობს კვალიფიცირებული პერსონალი,კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი,თუმცა გამოწვევად რჩება სპეციალისტების დეფიციტი.კლინიკა ყველა გამოკვლევას ატარებს და მოსახლეობამ ამ კუთხით ამოისუნთქა.აქტიურად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მასთან დაკავშირებული აიპ-ი.ამოწმებენ რაიონის სანიტარულ მდგომარეობას,ატარებენ აცრებს,თუმცა გარკვეული ხარვეზები გვაქვს რის აღმოფხვრაზეც მუშაობს,როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვა ასევე მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას,ქალები ნაკლებად გვყავს ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებული.თუმცა ვცდილობთ,რომ ამ კუთხით ვითარება გამოსწორდეს და თანაბარი რაოდენობით იყვნენ ქალები და კაცები დასაქმებული და ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარმოდგენილი“- განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა
ბადრი ლიპარტელიანმა.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ ლენტეხში მცხოვრებლები,მათი განცხადებით რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმა ქმედითი ვერ აღმოჩნდა და ქვემო სვანეთში აქ მოცემული სტრატეგიული მიმართულებების განვითარება იმ ტემპებით ვერ მოხდა რაც რეგიონში მიგრაციის პროცესს შეანელებდა.რაც შეეხება ტურიზმს,ადგილობრივები ამბობენ,რომ ტურისტები ძირითადად საოჯახო სასტუმროებში ამჯობინებენ დაბინავებას,ამიტომ ადგილობრივების უმრავლესობას აქედან გამომდინარე მატერიალური სარგებელი არ აქვთ,რადგან რეგიონში სულ რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმროა.
მოსახლეობის განცხადებით სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა,რისი გადაჭრაც არ ხდება.ლენტეხში აცხადებენ,რომ თუ ხელისუფლებამ მთის განვითარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან რამდენიმე წელში დაიცლება.





Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით
ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს
დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.
10:48 / 23.04.2024

62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.