ახალი ამბები
დაზარალებულ ქვეითს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
ბორჯომში, დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მამაკაცს ოპერაცია უტარდება.

როგორც ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის ფილიალში აცხადებენ 60 წლამდე მამაკაცს მალები აქვს დაზიანებული, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ბორჯომში დღეს, 16 ნოემბერს, დაახლოებით ცხრა საათისთვის ბორჯომის #1 საბავშვო ბაღთან მოხდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

Print