ახალი ამბები
ბორჯომში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 16 ნოემბერს, დაახლოებით ცხრა საათისთვის ბორჯომის#1 საბავშვო ბაღთან მოხდა.
დაშავებული ფეხით მოსიარულე, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის ფილიალში გადაიყვანეს. 60 წლამდე ბორჯომელი მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Print