ანდეზიტში სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოები არიან
18:04 / 14.11.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში, მოსახლეობა სასმელი წყლის
პრობლემის მოგვარებას ითხოვს,მათი განცხადებით ონკანებიდან წამოსული
წყალი სასმელად უვარგისია.
ვითარება განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის დროს რთულდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით
წყლის პრობლემა მათთვის ცნობილია.ბუბა ბერიძე ამბობს, რომ
ანდეზიტელების პრობლემის მოსაგვარებლად 60 000 ლარი
დაიხარჯება.სამუშაოების დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.