ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დასუფთავებისათვის განკუთვნილი 3 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა.ტექნიკა საყოფაცხოვრენო ნარჩენების გასატანად, ნაგვის კონტეინერების დასაცლელად და ქუჩების მოსარეცხად გამოიყენება.ტექნიკა ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში შევა და ბორჯომის,ასევე ბაკურიანის მცხოვრებლებს მოემსახურება.

3 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა დაახლოებით 586 000 ლარი დაჯდა.
Print