ახალი ამბები
სახელმწიფო უწყებებში სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა იზრდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 516 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი კი გასული წლების წლიურ მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, 2016-2017 წლებში საქართველოში „საქსტატის“ ცნობით, სამოხელეო დანაშაულის 503 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 

შეგახსენებთ,რომ დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბესა და  ქრთამის აღებას.
Print