ახალი ამბები
საარჩევნო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით, ნორმალურად დაიწყო - ცესკო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ში განაცხადეს, რომ საარჩევნო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით, ნორმალურად დაიწყო და ყველა უბანი წესების დაცვით გაიხსნა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ, საზოგადოებას ხმის მიცემის პროცედურები გააცნო.

"პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა.
Print