ახალი ამბები
დღეიდან 13 ქალაქის ავტოპარკი განახლდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცა.

ტყის ახალი სახანძრო მანქანები ბორჯომის, აბასთუმნის, ახმეტის, თელავის, თეთრიწყაროს, დუშეთის, კასპის, ხარაგაულის, ლენტეხის, ონის, მესტიის, ჩოხატაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.

უახლოს მომავალში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა ბაკურიანს, ადიგენს, ხაშურს, დმანისს, თიანეთს, ქედასა და შუახევს გადაეცემა.

ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.

ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების აღკვეთა.
Print