ახალი ამბები
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ნინოწმინდაში შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით , ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელმწიფო მომსახურების სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

მისი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება და ძალადობის ფენომენზე, მიზეზებსა და შედეგებზე, არსებული კანონმდებლობისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაა.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობის სტატისტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ძალადობა არ არის მხოლოდ ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, ან ცალკეული მუნიციპალიტეტების პრობლემა.

შეხვედრის ბოლოს, რომელსაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანიც ესწრებოდა, გაიმართა დისკუსია, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთში ტარდება. მისი პრეზენტაცია, ივლისში, წალკაში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის
დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
05:31 / 21.04.2024
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.