ახალი ამბები
მასწავლებელის საერთაშორისო დღე ბორჯომში
მასწავლებლის საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმოდ აღინიშნა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ,თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 80 წელს გადაცილებული, 10 ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა.მათ ფულადი თანხა და მადლიერების სიგელები გადაეცათ.საზეიმო ღონისძიება ტრიო "ალილო"-ს კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიებას ორგანიზება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გაუწიეს.
პედაგოგების პროფესიული დღის აღნიშვნა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტრადიციად იქცა.



Print