ახალი ამბები
დაბის ნახანძრალ ტყეში ნერგების დარგვა ოქტომბრიდან დაიწყება
დაბაში, ნახანძრალი ტყის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. მოხდა დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა. დარგვის პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. მხოლოდ შემოდგმოს სეზონზე ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი. წინა წლების მსგავსად, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. დარგვა მეტყევე-სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება.
Print