ახალი ამბები
სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა შემცირდეს
სკოლის გამოსაშვები გამოცდები (ჩAთ) შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

"მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილის ხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები - სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის.

როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად გავაჟღერე, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა წინააღმდეგობა წამოვიდა სპეციალისტების მხრიდან. ამის შემდეგ გავეცანი სკანდინავიის ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას, უმეტეს ქვეყნებში საატესტატო გამოცდები არის 4 საგანში - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. 8 საგანი, რომელიც ჩვენთან მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელია და ბავშვები გამოცდებს აბარებენ, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. სულ მცირე, საატესტატო გამოცდების რაოდენობა შესამცირებელი გვაქვს. შემდეგ როგორ მოხდება არსებული დუბლირებების შემცირება და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების დონეზე რა ცვლილებებს შევიტანთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ გავაჟღერო, რადგან საკითხი მსჯელობას მოითხოვს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


წყარო: ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.