ახალი ამბები
სოხუმის დაცემის დღე ბორჯომში
სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა.აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ,სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოსათვის დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსმა მეუფე ლაზარემ სამღვდელოებასთან ერთად აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

შეგახსენებთ,რომ აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა,1993 წლის 27 სექტემბერს კი, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.სამხედრო დაპირისპირებას აფხაზეთში 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა,300 000 აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.


Print