Error
თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაური ტოვებენ. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში იხილავთ დანარჩენ ცვლილებებს“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, პოსტებს დაემშვიდობნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.
Print