ახალი ამბები
14 სექტემბრამდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით, მათ შორის იწვიმებს თბილისშიც, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში. კახეთში მოსალოდნელია სეტყვა.

11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 30 გრადუსი.

12–14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 31 გრადუსი.
Print