14 სექტემბრამდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით,
მათ შორის იწვიმებს თბილისშიც, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში.
კახეთში მოსალოდნელია სეტყვა.
11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა
22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი,
თბილისში – 30 გრადუსი.
12–14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა
22–30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი,
თბილისში – 31 გრადუსი.