ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი წარუდგინა
მინისტრის თქმით, საბაჟო კოდექსის ახალი პროექტი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა, კიდევ უფრო მეტად მოქნილი საბაჟო პროცედურების დამკვიდრება, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება კერძო სექტორისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების მიერ ბიზნესგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა. მთავრობის მიერ გაცხადებული რეფორმების ფარგლებში, მინდა წარმოგიდგინოთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირის და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით დაასრულა მუშაობა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტზე. ეს არის ევროპული, საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა, კიდევ უფრო მეტად მოქნილი საბაჟო პროცედურების დამკვიდრება და რაც მთავარია, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება კერძო სექტორისთვის“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
Print