ახალი ამბები
ზღვაში დაკარგული, ქართველი მამაკაცის ცხედარი თურქეთში იპოვეს
თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. გუშინ, 28 წლის მამაკაცი ზღვაში შევიდა, თუმცა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო. მისი გაუჩინარების შესახებ თურქ მაშველებს სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს.

გარდაცვლილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

თურქეთში ამ დროისათვის იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
Print