ახალი ამბები
მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა - პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას"- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.