საჯარო მოხელეებს საარჩევნო თემაზე ტრენინგები უტარდებათ
16:19 / 30.08.2018
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციის
წარმომადგენლებისთვის საარჩევნო თემატიკაზე, ცესკოს და სწავლების
ცენტრის მიერ ტრენინგები ტარდება.
ისინი საკანონმდებლო რეგულაციებს და ამ მიმართულებით საარჩევნო
ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნენ. საერთო ჯამში, სხვადასხვა
რეგიონის 200-მდე მონაწილისთვის ტრენინგები 24 აგვისტოდან 4
სექტემბრის ჩათვლით იმართება.