ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის აღწერითი სამუშაოები დასრულდა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სამცხე-ჯავახეთის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა დაასრულეს.

წაღვერში, ნინოწმინდაში, ვალეში, ბორჯომში, ბაკურიანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ახალდაბაში, ასპინძაში, ადიგენში, აბასთუმანში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემია აღწერილი. მათ შორის 6 018 ინტერესის ობიექტი, 27757 შენობა-ნაგებობა, საავტომობილო გზათა ქსელის 1021 კმ, 4585 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი. აღწერილ კულტურულ, რეკრეაციულ თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვიზუალიზაციისათვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული.

საველე სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.

პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დასახლებულ პუნქტებში. ამ ეტაპზე სულ, ჯამურად აღწერილია დაახლოებით 171 245 ობიექტი, მათ შორის : 100 937 ინტერესის ობიექტი, 70308 საგზაო ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი და 16 468 კმ სიგრძის საავტომობილო გზათა ქსელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის
დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
05:31 / 21.04.2024
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.