ახალი ამბები
ხანძრიდან 1 თვის შემდეგ ბორჯომის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა
ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა მესაკუთრემ საკუთარი ხარჯებით სრულად აღადგინა.ბაზარმა მუშაობა დღეიდან ოფიციალურად განაახლა. შეგახსენებთ,რომ ბორჯომის აგრარული ბაზარი გასულ თვეში დაიწვა,გამოძიების შედეგად დადგინდა,რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობის  გაუმართაობის გამო გაჩნდა.აგრარულ ბაზარში მყოფ მოვაჭრეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი  აუნაზღაურა.ბაზარი ფუნქციონირებას უწყვეტ რეჯიმში გააგრძელებს.




Print