ახალი ამბები
ბორჯომში "სამოქალაქო ბიუჯეტის" საინფორმაციო კამპანია იწყება
"სამოქალაქო ბიუჯეტის" საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ჩაერთო". "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტი, ბორჯომში 2017 წლიდან ხორციელდება და ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობას და მათი საპროექტო განაცხადების დაფინანსებას გულისხმობს, ადგილობრივი ბიუჯეტით.
პროექტი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ასამდე განაცხადი მიიღო მოქალაქეებისგან და მათი ნაწილი 2018 წლის ბიუჯეტით ფინანსდება.
Print