ახალი ამბები
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების განხილვა ბორჯომში
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები დღეს ბორჯომში განხილვის თემა იყო. ახალი კოდექსი მიმდინარე წელს ამოქმედდა. ა/ო „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამ თემაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მწვანეთა მოძრაობა“პროექტს 4 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ამ კუთხით ინფორმირებაა.
Print