ახალი ამბები
სასმელი წყლის პრობლემა სოფელ მზეთამზეში
ბორჯომში სოფელ მზეთამზეს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. პრობლემა განსაკუთრებით ზამთარსა და ზაფხულში იგრძნობა, როცა სოფელს მცირე დებეტის გამო წყალი აღარ ჰყოფნის. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში წყლის დებეტი არის, თუმცა დამატებით ავზების მოწყობაა საჭირო. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და ფიქრობენ, რომ ტურისტული პოტენციალის მქონე სოფელს სასმელი წყლის გარეშე დამსვენებლების მოზიდვა გაუჭირდება.
Print
თეგები: მზეთამზე / წყალი /