ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროების ახალი სტრუქტურა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა გამართა. მამუკა ბახტაძემ სამინისტროების ახალი სტრუქტურა დაასახელა, რომლის შედეგად 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმუშავებს. ცვლილებები შემდეგ უწყებებს შეეხო:
კულტურისა და სპირტის სამინისტო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
სასჯელაღსრულების დაპრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.
რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

Print