ახალი ამბები
პედაგოგთა პროფკავშირის კონფერენცია ბორჯომში
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბორჯომის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო კონფერენცია გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანანა ღარიშვილმა ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას პედაგოგთა პროფკავშირის პირველი პირები, ასევე ბორჯომის საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები ესწრებოდნენ. ამავე შეხვედრაზე მოხდა პედაგოგთა პროფკავშირის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა. ასევე დააჯილდოვეს დამსახურებული პედაგოგები.
Print