ახალი ამბები
სადგერში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, საკურორტო ზონაში მდებარე სოფ. სადგერში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სოფელში სადაც 160 ოჯახი ცხოვრობს და ზაფხულის სეზონზე უამრავი დამსვენებელი ჩამოდის, საკანალიზაციო ქსელი არასოდეს ყოფილა. მოსახლეობა კუსტარულად მოწყობილ სისტემას იყენებდა, რაც ანტისანიტარიას იწვევდა. დღეს სამუშაოები ბორჯომის მერის მოადგილემ დაათვალიერა.


Print