ახალი ამბები
ბორჯომში "ექვთიმე ღვთისკაცის" პრემიერა გაიმართა
გუშინ,ბორჯომში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის , მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის“ კინოპრემიერა გაიმართა. სტუმრებისათვის მოეწყო წითელი ხალიჩა.საპრემიერო ჩვენებას ფილმის რეჟისორი, ცნობილი მსახიობები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სიუჟეტი, 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.
გთავაზობთ,ფოტო-კოლაჟს

















Print