ახალი ამბები
"ექვთიმე ღვთისკაცი" - ბორჯომში პრემიერისთვის ემზადებიან
წითელი ხალიჩა, გადამღები ჯგუფი და კინომოყვარულები, ხვალ ბორჯომი ექვთიმე ღვთისკაცის პრემიერას მასპინძლობს. ცენტრალური ისტორიული პარკის საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის ჩვენება 21:00 საათზე დაიწყება.

ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.


Print