ახალი ამბები
"სოფლის აშიკი"- სახალხო თეატრის სპექტაკლის პრემიერა ბორჯომში

გუშინ, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.ნაჩვენები იქნა ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურების მიხედვით შექმნილი კომედია სახელწოდებით: "სოფლის აშიკი".

სპექტაკლის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედი იყო,მოღალატე ცოლებისა და ქმრების სასიყვარულო თავგადასავლები რეჟისორმა მაყურებელს ერთგვარი კოლაჟის სახით წარუდგინა.რა ტიპის მსხვერპლს იღებენ ადამიანები სიყვარულის შესანარჩუნებლად ან ახალი ურთიერთობის დასაწყებად,ამ კითხვას პასუხი სპექტაკლმა გასცა,რომელზეც ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობები 3 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ.სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ზაზა კიკნაველიძეა,მხატვარი,რომელმაც სასცენო გამომსახველობასა და ვიზუალურ მხარეზე იზრუნა პეტრე დიასამიძე,სპექტაკლის მონაწილე მსახიობთა პლასტიკასა და ქორეოგრაფიაზე კი გოგი ხიდირბეგიშვილმა იზრუნა.

 


Print