ბორჯომის წყალმომარაგების სამსახურში ანზორ სვანიძე ვახტანგ ლაცაბიძემ შეცვალა
11:32 / 12.06.2018
წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრს ახალი მენეჯერი
ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ვახტანგ ლაცაბიძე დაინიშნა
, რომელიც 2010 წლიდან დღემდე აღნიშნულ კომპანიაში სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. დირექტორის თანამდებობაზე
მან ანზორ სვანიძე ჩაანაცვლა. მენეჯერის პოსტი სვანიძეს ბოლო 4 თვის
განმავლობაში ეკავა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, სვანიძემ
თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულ
საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ანზორ სვანიძემ.
სერვის-ცენტრის ყოფილ მენეჯერს მანამდე 3 წლის განმავლობაში ბორჯომის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა.