ახალი ამბები
ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.

ბორჯომის 5 მუზეუმი:

• ახალი კავალერიის კორპუსში - გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში - ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;
• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში - ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;
• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში - ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;
• ლიკანის სასახლეში - სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

საიტი- ატრაქცია:

პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ "პირველი რკინიგზა".
Print