ახალი ამბები
სტიქია ახალშენის დასახლებაში

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიას არ დაუზარალებია,სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე მუშაობას აგრძელებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ინაურის ქუჩაზე მობილიზებულია ტექნიკაც.
შეგახსენებთ,რომ გუშინ, გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო ახალშენის დასახლებაში, ე.წ ,,ცოფიანი ღელე" ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.ტყიდან წამოსულმა ქვა–ღორღმა ინაურის ქუჩა დატბორა. ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით, სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო,ღამით და დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ტექნიკა.

 

 


Print