ახალი ამბები
გუშინ, უხვმა ნალექმა ბორჯომში, ინაურის ქუჩა დატბორა
გუშინ, გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო ახალშენის დასახლებაში, ე.წ ,,ცოფიანი ღელე" ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ტყიდან წამოსულმა ქვა–ღორღმა ინაურის ქუჩა დატბორა. ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით, სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო,ინტენსიურად მუშაობს ტექნიკა.
ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.
გთავაზობთ,ფოტო-კოლაჟს.









Print