ახალი ამბები
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობისას 4 ტურისტი დაიღუპა
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს .
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.
Print