ახალი ამბები
ინტელექტუალურ თამაშში ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
ინტელექტუალური თამაშების „რა, სად, როდის“, გამარჯვებული ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ამავე გუნდიდან ანა ბუძიევას კი საუკეთესო მოაზროვნის ტიტული მიენიჭა. გაზაფხულის სეზონის ყველაზე წარმატებულ სკოლას და მის მოსწავლეს გარდამავალი ბუს ორი ქანდაკება გადაეცა. გამოვლინდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც. გამარჯვებულები ორგანიზატორებმა დაასაჩუქრეს.
Print