ახალი ამბები
"ეს იყო ჩემი შემოსავალი" - განადგურებული პროდუქტი და ტანსაცმელი ბორჯომის აგრარულ ბაზარში
ხანძრის შედეგად, შენობის პირველ სართულზე დაიწვა საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალი. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო ვერსიად ელექტრო გაყვანილობა სახელდება, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ცეცხლი დღეს დილით დაახლოებით 5:00 საათისთვის ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ასუფთავებენ და მოვაჭრეებს გადარჩენილი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. travelwithgirls.com
Print